თუ გაინტერესებს პროექტების მართვა;
გაქვს იდეა და ცდილობ დაფინანსების მოპოვებას;
გსურს საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მიღება და არ იცი, როგორ დაიწყო პროექტის წერა და შემდგომში როგორ მართო პროექტი;
ცხოვრობ ქუთაისში;
მაშინ, ეს კურსი შენთვის არის!
ტრენინგების განმავლობაში მონაწილეები გაივლიან რამდენიმე ძირითად საკითხს:
როგორ დაწერო ეფექტური პროექტი;
როგორ მოიპოვო დაფინანსება;
პროექტების მართვის საწყისები ანუ პროექტის მართვა 1.0;
ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება პროექტის მართვაში.
ტრენინგების პირველი შეხვედრა გაიმართება ფიზიკურ სივრცეში, დანარჩენი შეხვედრები ონლაინ ფორმატში Google Meet- ის მეშვეობით.
კურსს გაუძღვება “ქლევერტონის“ თანადამფუძნებელი თამთა გველესიანი.
კურსი სრულად დაფინანსებულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
განაცხადები მიიღება 10 დეკემბრამდე.
დარეგისტრირდით დღესვე: