ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პერსონალური ასისტენტების მომზადება და სერვისის პილოტირება ქუთაისის მუნიციპალიტეტში“ დახურვას დაესწრო.
პროექტი , ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის “ ფარგლებში, განახორციელა ორგანიზაციამ „ახალგაზრდული ჰორიზონტი“ და მიზნად ისახავდა ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 18-29 წლის ახალგაზრდების მომზადებას პერსონალურ ასისტენტებად და სერვისის პილოტირებას. ამასთანავე, ქუთაისში მცხოვრებმა შშმ პირებმა მიიღეს პერსონალური ასისტენტის სერვისი.
პროექტის ფარგლებში მომზადდა პერსონალური ასისტენტის სერვისის პილოტირების სარეკომენდაციო დოკუმენტი, რომელსაც ქუთაისის მერია ამ მიმართულებით მომდევნო ეტაპზე მუშაობის პროცესში გამოიყენებს.