სტუმრები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ბრანდენბურგის პარლამენტის წევრები იყვნენ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბრანდერბურგის პარლამენტის პრეზიდენტი. დელეგაციას ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს . ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, ტურიზმისა და განათლების კუთხით. საუბარი შეეხო სამომავლო პარტნიორობის საკითხებსაც ,,გერმანულ დელეგაციასთან სამომავლო პარტნიორობისა და თანამშრომლობის პერსპექტივები განვიხილეთ. ძირითადად ეს შეეხო ტურიზმისა და განათლების სფეროებს. ჩვენ სტუმრებს გავაცანით ქუთაისის ტურისტული პოტენციალი და შესაძლებლობები. განვიხილეთ ამ კუთხით დაგეგმილი სიახლეები. შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა და ორი მხარის ურთიერთობა სამომავლოდ ისევ გაგრძელდება სხვადასხვა საკითხებში,"-განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.