ქუთაისის თეატრი თელაველი მაყურებლის წინაშე სამი სპექტაკლით წარდგება. თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პირველი საგასტროლო სპექტაკლი „DUPLET“ უკვე გაიმართა, რომელსაც ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე მერი გიორგი იობაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. იმავე დღეს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ და თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თეატრის ხელმძღვანელებთან ერთად ხელი ქუთაისისა და თელავის მერებმა მოაწერეს. მემორანდუმი ორივე თეატრს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და შემოქმედებით ურთიერთობებს ითვალისწინებს.