სამუშაო შეხვედრას ქუთაისის ვიცე მერი გიორგი იობაშვილი დაესწრო. პროექტის პარტნიორები არიან : სამხრეთ-ჰოლანდია (VRZHZ), ნიდერლანდები ITINERIS Houdijk Consultancy (HouCon), ნიდერლანდები მდგრადი განვითარების რეგიონალური ცენტრი (PA RCSD), მოლდოვას ქალაქი უნგენი, სომხეთის ქალაქი არარატი და ქუთაისი. პროექტი ,,Capacities” კატასტროფების რისკების მართვის შესაძლებლობების განვითარება ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოში მდებარე ქალაქებში, დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საკითხი, თუ როგორ ხდება რისკების იდენტიფიცირება , შეფასება და მათი ანალიზი.