შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი შორენა ხუხუა და ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გიორგობიანი. შეხვედრის ფარგლებში ქართულ პოლონური ურთიერთობების განვითარებაზე, კონკრეტულად საკითხი შეეხო სამომავლო თანამშრომლობას ქუთაისსა და ვროცლავს შორის. განიხილეს შესაძლო პარტნიორობის სფეროები და დაიგეგმა ოფიციალური ვიზიტი ქ. ვროცლავში პოლონეთის მხარის უშუალო მოწვევით. შეხვედრაზე გიორგი გიორგობიანმა ისაუბრა ქალაქის ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების, მერების შეთანხმების ფარგლებში შემუშავებული „ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმით“ (SEAP) გათვალისწინებული ენერგოეფექტური აქტივობებისა და საჭიროებების შესახებ.აღსანიშნავია ის, რომ პოლონეთის მხარე დაინტერესდა ქალაქის გარე განათების სისტემაში ენერგოდამზოგი საშუალებების დანერგვის საკითხებით, კლიმატის ცვლილების შერბილების ხელშეწყობისათვის ალტერნატიული ენერგიის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ველობილიკების ინფრასტრუქტურის განვითარებით. მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებასა და ამ სფეროში პოლონური გამოცდილების გაზიარებაზე.