სხდომას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა უძღვებოდა. შეხვედრაზე ქუთაისი - ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის შესახებ ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის ქალაქი ნიუპორტი და ქუთაისი 27 წელია დაძმობილებული ქალაქები არინ. სტუმრებს და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტმა მიმართა. „ქუთაისსა და ნიუპორტს შორის მეგობრული ურთიერთობები სამაგალითოა მსოფლიო დაძმობილებულ ქალაქებს შორის, რომელსაც გარკვეული ტრადიცია და ისტორია აქვს.ყოველთვის თვალში საცემი იყო ის წარმატებები, რაც ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის პროექტებს ახლდა ხოლმე. ამ განხორციელებულმა პროექტებმა გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ჩვენი ქალაქის რეალობა შეცვალა“ განაცხადა ქუთაისის მერმა.