მოეწყო „ევრო სოფელი“,რომლის ფარგლებშიც შედგა სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი და სპორტული აქტივობა ღია ცის ქვეშ. საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით „ევრო სოფელში“ უვიზო მიმოსვლით მოგზაურობის წესებზე სიმულაციური დადგმა გაიმართა. სიმულაციის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია უვიზოდ მოგზაურობის შესახებ.
იუსტიციის სახლის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასაზღვრო კონტროლის სახით წარმოდგენილ 4 სტენდთან სტუმრები გაეცნენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას. შეკრებილებს ქუთაისის მერი მოადგილემ ნინო თვალთვაძემ მიმართა. „აღნიშნული ღონისძიება დასტურია რომ საქართველოს და ევროპას ბევრი საერთო ფასეულობები აქვს.საქართველოს ევროპის დიდი ოჯახში შესვლა ერთ-ერთი სწორი მიმართულებაა და ადგილობრივი ხელისუფლება ვცდილობთ აღნიშნულ პროცესს ხელი შევუწყოთ“ განაცხადა ნინო თვალთვაძემ. „ევროპის დღეები“ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ორგანიზებით, წელს მეექვსედ იმართება. ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.