ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ცენტრის მუშაობას გაეცვნენ და მოსწავლეებს შეხვდნენ. ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ სტუმრებს სხვადასხვა სტუდიები დაათვალიერებინა. სკოლის ასაკის მოსწავლეები არაფორმალურ განათლებასთან ერთად სახელოვნებო დარგში იღებენ ცოდნას. ცენტრში ფუნქციონირებს საბალეტო, ვოკალური, ქორეოგრაფიული, სამეჯლისო, თეატრალური და სამხატვრო სტუდიები. ამასთან ახალგაზრდულ ცენტრში ასევე მეოთხე წელია არსებობს ქუთაისის მედია სკოლა. ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია ცენტრის დათვალიერების შემდეგ მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.