გოგუცა სტაჟაძე ხანძრის დროს თავადაც დაზიანდა. მძიმე ტრამვებით ის ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადის მკურნალობას. დაზარალებულს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი, ქუთაისის ვიცე მერი გიორგი იობაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ნიკეას უბნიდან კახა ბოჭორიშვილი სტუმრობდნენ. ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით მერია ხანძრით დაზარალებულ გოგუცა სტაჟაძეს დაეხმარება.