ქუთაისში გარდაცვლილი მოკრივის, აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირმა სტარტი დღეს სპორტის სასახლეში აიღო. მსოფლიო ჩემპიონის აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი კრივში ყოველწლიურად ტარდება.
წელს ტურნირში მონაწილეობას იღებენ სპორტსმენები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან. აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი წელს უკვე მერვედ ტარდება და მას ორგანიზებას ქალაქ ქუთაისის მერია უწევს. კაკაურიძის სახელობის ტურნირს დღეს ვიცე მერი გიორგი იობაშვილი დაესწრო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად.