ქუთაისის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს სხდომა გაიმართა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭო წლევანდელ წელს შეიქმნა და მას ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ხელმძღვანელობს. საბჭოს 18 წევრი ადგილობრივი მთავრობის წევრებისა და ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭო ხვალ 14 ივნისს, შშმ პირთა დაცვის საერთაშორისო დღეს ორ ღონისძიებას გეგმავს. ერთი ღონისძიება ბავშვებისთვის, ხოლო მეორე კი 18 წლის ზემოთ მყოფი შშმ პირებისთვის. სხდომაზე ასევე ისაუბრეს იმ რეკომენდაციებზე რასაც საბჭო 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტისთვის გასცემს.