ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო (LDA) -ს ორგანიზებით ქუთაისში რეგიონალური კონფერენცია მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩატარდა. შეხვედრაში მონაწილეობა, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მიიღო და ქვეყნის მასშტაბით ამ კუთხით არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრის ერთ-ერთი მომხსენებელი ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე იყო, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით გენდერულ ბიუჯეტირებასა და ქალთა საჭიროებებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით თვითმმართველობის ბიუჯეტი აუცილებლად უნდა იყოს გათვლილი ქალთა საჭიროებებზე მაგალითად მოიყვანა ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტი, სადაც პირველად გაჩნდა ორიენტირები მარტოხელა დედებზე. ნინო თვალთვაძემ ასევე ისაუბრა მრავალშვილიან დედებსა და მათ საჭიროებებზე მისი თქმით მრავლშვილიან დედებს მეტი დახმარება და თანადგომა სჭირდებათ. აქვე გააჟღერა ინიციატივა მათთვის სრული სამედიცინო სადაზღვეო პაკეტის შექმნაზე. აღნიშნულ ინიციატივას ქუთაისის საკრებულოს გენდერული საბჭო უკვე ამუშავებს, რომელიც შემდეგში პარლამენტში არსებულ გენდერულ საბჭოს გადაეგზავნება.