ქუთაისის მერმა 100 წლის ქალბატონს დაბადების დღე მიულოცა დღეს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ 100 წლის ქალბატონს, თამარ კეზევაძეს დაბადების დღე მიულოცა. იუბილარს ქალაქის მერი ოჯახში ესტუმრა, რომელიც საფიჩხიის უბანში, განათლების ქუჩაზე ცხოვრობს. მხცოვან ქალბატონს საჩუქრის სახით ადგილობრივი ბიუჯეტიდან ათასი ლარი გადაეცემა. „ძალიან სასიამოვნო მომენტია როდესაც უფროსი თაობის თანაქალაქელს დაბადების დღეს ვულოცავთ, მით უფრო როცა ის ასი წლის ხდება. ჩვენ გვაქვს ადგილობრივ ბიუჯეტში სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებით ასი წლის ადამიანებს ფულადი ტანხითაც ვასაჩუქრებთ“ განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.