დღეს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლეს.შეხვედრა საკრებულოს დარბაზში გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია, ეკონომიკის მართვის სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი გიორგობიანთან ერთად ესწრებოდა შეხვედრაზე ორ მხარეს შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო ინვესტიციებზე ისაუბრეს სხვადასხვა მიმართულებით. უცხოური დელეგაცია ქუთაისში არსებული საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა და აღნიშნეს, რომ ქალაქში სექტემბრის თვეში კონკრეტული პროექტებით და შეთავაზებებით ჩამოვლენ.
,,დღეს შევხვდით პოლონელ პარტნიორებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ქალაქის საინვესტიციო გარემოთი. მათ გავაცანით ადგილზე არსებული ვითარება სხვადასხვა მიმართულებით და განაცხადეს, რომ რამდენიმე თვეში ქალაქში კონკრეტული ინიციატივებით ჩამოვლენ,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.