ქუთაისში, მაიაკოვსკის ხეივნის (ყოფილი ახალგაზრდობის გამზირის) მე-6 შესახვევის ჩიხის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა გზისა და წყლის პრობლემა, რაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად მოგვარდა. მოსახლოებას რამდენიმე თვეა წყალი უპრობლემოდ მიეწოდება. ასევე მოგვარდა წლების განმავლობაში არსებული გზისა და გადაადგილების პრობლემა. ,,ქუთაისში ყველა გზა უნდა მოწესრიგდეს, ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. პირველ რიგში ვაწესრიგებთ ისეთ გზებს, რომელიც ათეული წელი რჩებოდა ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების მიღმა. ეტაპობრივად ქალაქში გზებისა და ქუჩების მოწესრიგება გაგრძელდება. ამ დროისთვის საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს. მალე დასრულდება ლესელიძის მე-2 შესახვევის, გელათის მე-4 შესახვევის ასლანიკაშვილის პირველი ჩიხის თაბუკაშვილის 2,4,6,8, შესახვევების სარეაბილიტაციო სამუშაოები,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.