ქუთაისში, სავარჯიშო მოწყობილობების მონტაჟი დაიწყო. სამუშაოები ერთდროულად ქალაქის 13 უბანში მიმდინარეობს. თითოეულის ღირებულება 20 000 ლარს შეადგენს. ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „ჯეო პარკინგმა“ გაიმარჯვა.
დღეს სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე მერ გიორგი იობაშვილთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ, ელეონორა არჩაიასთან ერთად მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში დაათვალიერა.
„ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა და ხელშეწყობა ახალგაზრდებში, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.