უხვი ნალექის შედეგად ქუთაისში ცენტრალური ქუჩები დაიტბორა.რამდენიმე უბანში ჩამოიშალა ქვა ღორღი სამანქანო გზის სავალ ნაწილზე. ქუთაისის მერიის ა(ა)იპ სპეციალური სერვისების მიერ სპეცტექნიკის დახმარებით, იწმინდება წითელი ხიდი და მიმდებარე ქუჩები. სპეციალური სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელებდნენ, სხვადასხვა უბანში არსებული საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან.