ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დღეს ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მწვანე ყვავილას #9 -ში უკვე დასრულდა საყრდენი კედლის მოწყობა, რომლის სამუშაოები შპს ,,ვეთაორ ჯგუფ"-მა განახორციელა და ჯამში კედლის მოწყობა, 118343 ლარი დაჯდა. საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს ასევე, ლუკა ასათიანის #11-ში, რომლის სამუშაოებს ,,ბილდინგ +" 93800 ლარად ახორციელებს.წერეთლის მე-5 ჩიხში ერთდროულად მიმდინარეობს ღვარსადენისა და საყრდენი კედლის მოწყობა. ქუთაისის მერმა დღესვე წერეთლის # 142 ში მრავალბინიანი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია მოინახულა, რომელსაც შპს ,,ლამოდერნა" ასრულებს. აღნიშნული ფასადის სამუშაოებისთვის 76 370 ლარია გამოყოფილი. ,,ქალაქის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე მიმდინარეობს სამუშაოები. აქტიურად დავიწყეთ გზების, ჩიხების და შესახვევების მოასფალტების პროცესი. ასევე საყრდენი კედლების მოწყობა და კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია. ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა სამუშაოები დროულად და ხარისხიანად განხორციელდეს,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.