ქუთაისში, ტყიბულის ქუჩის მე-2 შესახვევში ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ტყიბულის მე-2 შესახვევში გზა მთლიანად ბეტონის საფარით შეიცვალა. აღნიშნულ ადგილზე ასევე დამონტაჟდა სავარჯიშო მოწყობილობები. აქვე არსებულ ნაძვნარში დღესვე ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ ეკოლოგიური სამსახურის ძალებით სხვადასხვა სახის სამუშაოები განხორციელდა.