ქუთაისში მდინარე ოღასკურას გაწმენდა და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს კალაპოტის წმენდას და ნაპირსამაგრ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებს. როგორც ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა აღნიშნული სამუშაოებისთვის 500 ათასი ლარი დაიხარჯება და ქალაქს მრავალი წლის პრობლემა მოეხსნება. მდინარე ოღასკურა უხვი ნალექის დროს თითქმის ყოველწლიურად დიდდება და ადგილობრივ მოსახლეობას ტბორავს. მასშტაბური სამუშაოები, რომელიც მდინარის კალაპოტის წმენდას და ნაპირსამაგრ სამუშაოებს გულისხმობს. უკვე დაწყებულია.