ქუთაისის მერმა პოლონეთის დელეგაცია მიიღო. ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე პოლონელ კოლეგებს ქუთაისში შეხვდნენ, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან სტუმრად. პოლონეთის ქალაქ ჩესტეჰოვას ვიცე მერი იაროსლავ მარზალეკი და ამავე ქალაქის მერიის თანამშრომლები გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მართავენ. ქუთაისის მერმა სტუმრებს კულტურულ და ახალგაზრდული გაცვლით პროგრამებზე ესაუბრა, რაც ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობებს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. ამასთან ტურიზმის კუთხით ორივე ქვეყანას გარკვეული ინტერესები გააჩნია. გიორგი ჭიღვარიამ სტუმრებს ქალაქის დათვალირება და ტურისტულ ობიექტებზე ვიზიტი შესთავაზა. მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს.