ა(ა)იპ ქუთგანათების სერვისმა ქალაქის მასშტაბით გზების, ნიშნულა ხაზების და ქვეითთა გადასასვლელების დახაზვა დაიწყო. სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე დაიხაზა თაბუკაშვილის მე-2, მე-4, მე-6, შესახვევები.
გზების მონიშვნის პროცესს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარიაც დაესწრო, მისი თქმით ახალი სპეც ტექნიკა, რომელიც ქალაქის მერიამ გზების დასახაზად შეიძინა სამუშაოებს გაცილებით გაამარტივებს და საგზაო მონიშვნების არ არსებობის პრობლემა, საბოლოოდ გადაიჭრება. შიდა საქალაქო გზების დახაზვა ისევ გრძელდება და 2 კვირაში მთელი ქალაქის მასშტაბით დასრულდება.