ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე–5 გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. პანელი, სახელწოდებით „ღია ქალაქები" როგორ უწყობს გამჭვირვალობის ზრდა ადგილობრივ დონეზე ხელს კორუფციის შემცირებას“ ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.
ნინო თვალთვაძემ ასევე ისაუბრა ქუთაისში ანტი კორუფციული სტრატეგიის დამტკიცების პროცესისა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. ქალაქ მადრიდის და ქალაქ სტრასენის გამოცდილებასთან ერთად, ქალაქ ქუთაისმა წარადგინა ხედვა და კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მზაობა მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ღიაობის გზით ხელი შეუწყოს კორუფციის პრევენციას, მოქალაქეთა ჩართულობის ზრდით და მონაწილეობით პროცესისთვის საჭირო თანამედროვე მექანიზმების დანერგვას.
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტს საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, 17–19 ივლისს უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა 75 ქვეყნის 2000–მდე უმაღლესი თანამდებობის პირმა მიიღო. ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელმა.