კონკურსის მიზანია:
• სპორტის სფეროში ინიციატივების წახალისება, სპორტსმენების პოტენციალის რეალიზებისა და მათი უნარების განვითარების ხელშეწყობა.
• ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მასობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარება.
• ახალგაზრდა და ვეტერანი სპორტსმენების გააქტიურება და მათი საზოგადოებრივ/სპორტულ ცხოვრებაში ჩართვა.
საკონკურსო პროექტების თემატიკა:
• მასობრივი სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა;
• მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერა;
• ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
განაცხადების წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, მისამართზე: contact@kutaisi.gov.ge განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 28 ივლისის 18:00 საათი