ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორად
სტრუქტურულ ერთეულში - ადმინისტრაციულ განყოფილებაში (ეკონომიკის,
ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის საქმიანობის
მიმართულებით), სტაჟიორის შესარჩევი კონკურსის
გამოცხადების შ ე ს ა ხ ე ბ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 84 1 -ე და 84 2 მუხლებისა და „საჯარო
დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15
მაისის №177 დადგენილების საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. გამოცხადდეს სტაჟიორის შესარჩევი კონკურსი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს აპარატის მეორად სტრუქტურულ ერთეულში - ადმინისტრაციულ განყოფილებაში
(ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის საქმიანობის მიმართულებით), მ/წლის
14 აგვისტოდან, დანართის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის
( www.hr.gov.ge ) საშუალებით.
(დანართი წინამდებარე ბრძანებას თან ერთვის)
მუხლი 2. სტაჟირების მსურველმა პირმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი წარადგინოს
მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, კონკურსის
გამოცხადების დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორადმა სტრუქტურულმა
ერთეულმა - ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებამ უზრუნველყოს სტაჟიორის შესარჩევ
კონკურსში მონაწილეობისათვის სტაჟირების მსურველ პირთა მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევის
ეტაპის ჩატარება მ/წლის 27 აგვისტოდან.
მუხლი 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო
სასამართლოში (ვ.კუპრაძის ქუჩა №11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 5. ბრძანება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
2024 წლის 14 აგვისტოს №397 ბრძანების
დანართი
ვ ა კ ა ნ ს ი ა
თანამდებობის დასახელება
სტაჟიორი ადმინისტრაციულ განყოფილებაში (ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის
კომისიის საქმიანობის მიმართულებით)
კონკურსის ტიპი: სტაჟირება
ორგანიზაცია: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
კატეგორია: ეკონომიკური
განცხადების წარდგენის ვადა: 14.08.2024 – 26.08.2024
თანამდებობრივი სარგო: 350 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქუთაისი
ფუნქციები
კომისიის დებულებით განსაზღვრული ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის
მიმართულების საკითხებზე მუშაობაში მონაწილეობის მიღება; კომისიის სხდომების მომზადებისა და
ჩატარების უზრუნველყოფაში ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში საკრებულოში შემოსული
დოკუმენტებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვასა და დასკვნების მომზადებაში
მონაწილეობის მიღება; ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი
დავალებების შესრულება
მოთხოვნები
მინიმალური განათლება: სტუდენტი
პროფესია: ეკონომისტი
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები
პროგრამის დასახელება, ცოდნის დონე: Microsoft Office Word – კარგი; Microsoft Office Excel - კარგი
საკონკურსო კომისიის მისამართი :
ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3
დამატებითი მოთხოვნები
ადმინისტრაციულ განყოფილებაში (ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის
საქმიანობის მიმართულებით) სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს
შემდეგ მოთხოვნებს: იცის სახელმწიფო ენა; სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ
(დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მე-2 ან მე-3 საფეხურზე ან/და დასრულებული აქვს
უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური. კანდიდატს ასევე მოეთხოვება: ორგანიზებულობა და
კომუნიკაციის უნარი; ანალიტიკური აზროვნების უნარი; დეტალებზე ორიენტირების უნარი; დროის
ეფექტურად მართვის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა საკონკურსო განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ
ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის
(www.hr.gov.ge) მეშვეობით. სავალდებულოა: უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის -
დიპლომის ან უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი ცნობის (რომლის მიხედვით დასტურდება, რომ
კანდიდატი არის მე-4 კურსის სტუდენტი ან მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი) ასლის განათლების
ველში ატვირთვა, უცხო ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის
არსებობის შემთხვევაში, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი; კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო
წერილის ველი. სტაჟირების მსურველი პირის შეფასება ხდება გასაუბრების საფუძველზე. სტაჟირების
ვადა განისაზღვრება 2 თვით, თუმცა სტაჟირების ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს სტაჟიორის
განცხადებისა და მისი უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე. სტაჟირების საერთო ვადა
12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. გავლილი სტაჟირების ვადა ჩაითვლება შრომით სტაჟში. პირი
სტაჟიორად მიიღება კონკურსის წესით, რაც გულისხმობს სტაჟირების მსურველი პირებისგან
საუკეთესოს შერჩევას განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით, კომპეტენციების,
ცოდნისა და მოტივაციის შეფასების საფუძველზე. პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ იგი ნასამართლევია
განზრახი დანაშაულისთვის; იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის
ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა; მან
სტაჟიორად მიღებისას არ წარადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის
ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის
მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ
სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ
შეესაბამება განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს ან/და არასრულად ექნება წარმოდგენილი
მითითებული დოკუმენტაცია, ვერ გააგრძელებს კონკურსის გასაუბრების ეტაპზე მონაწილეობას.
გასაუბრების ჩატარების ზუსტი ადგილისა და თარიღის შესახებ კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ
აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
ადამიანური რესურსების მართვის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საბოლოო
გადაწყვეტილებას მიიღებს გასაუბრების საფუძველზე სტაჟირების მსურველი პირის შეფასებით,
აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
კონკურსის ეტაპები
განცხადების გადარჩევა
გასაუბრება
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია