ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს მონაწილეთა შერჩევას „ზაფხულის ლიდერთა სკოლაში“
„ზაფხულის ლიდერთა სკოლის“ მიზანია შექმნას გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებას, მათი შესაძლებლობებისა და ლიდერული პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენას.
პროექტის ამოცანებია:
• ლიდერული პოტენციალის მქონე ახალგაზრდების აღმოჩენა;
• ლიდერული უნარების განვითარება და გაძლიერება;
• სოციალურად აქტიური ახალგაზრდის იმიჯის ჩამოყალიბება;
• ინიციატივების და პროექტების შექმნა, რომლებიც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.
თემატიკა:
1️ რა არის და რა ფორმები აქვს? როგორ შევიტანოთ ცვლილება საკუთარი ძალით?
2️
* აქტიური მოქალაქეობის პრინციპები
* ადამიანის უფლებები
* ახალგაზრდების როლი გადაწყვეტილებების მიღებაში
3️
* ეფექტური CV და სამოტივაციო წერილის მომზადება
* საჯარო გამოსვლის და პრეზენტაციის ხელოვნება
📅 დრო და ფორმატი
„ზაფხულის ლიდერთა სკოლა“ გაიმართება საქართველოს ერთ-ერთ კურორტზე, 11 სექტემბრიდან - 21 სექტემბრის ჩათვლით, ორი ნაკადად: პირველი ნაკადი: 11 სექტემბერი – 1 6სექტემბერი
მეორე ნაკადი: 16 სექტემბერი – 21 სექტემბერი
• თითოეულ ნაკადში მონაწილეობას მიიღებს 32 ახალგაზრდა და 8 თანამშრომელი;
• თითოეული ნაკადის ხანგრძლივობა: 6 დღე / 5 ღამე;
• ასაკი: 17-დან 29 წლამდე, ქუთაისში რეგისტრირებული ახალგაზრდები.
📌 განაცხადების მიღების ვადები:
21 აგვისტო – 31 აგვისტო, 18:00 საათამდე.
სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე : სააპლიკაციო ფორმა