ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მოქალაქეთა განცხადებების მიღება გაგრძელდება 1 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ან მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში.
აღნიშნული პროგრამის მიზანია ბავშვის უფლებათა კოდექსის მოთხოვნათა და არსებული გამოწვევების საპასუხოდ, პროგრამის მონაწილე ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური უსაფრთხოების, ასევე მიკრო და მცირე მეწარმეობის დაწყების ან არსებულის გაფართოება-გადაიარაღებისათვის ხელშეწყობა.