ქუთაისის მერია აცხადებს კონკურსს ქალაქ ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსების თაობაზე.
,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსების’’ ქვეპროგრამის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესაძლებლობების განვითარების, რეალიზების, დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსის შედეგად შეირჩევა საუკეთესო პროექტი/პროექტები.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.
კონკურსის პირობებს გაეცანით თანდართულ დოკუმენტებში