ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№ 70
ქალაქი ქუთაისი 18 თებერვალი 2026 წელი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგითი მე-5 სხდომის
მოწვევისა და ამ სხდომის დღის წესრიგის პროექტის საკრებულოსათვის
დასამტკიცებლად წარდგენის შ ე ს ა ხ ე ბ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
მუხლი 1. მოწვეულ იქნეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგითი მე-5 სხდომა მ/წლის 25 თებერვალს, 14.00 საათზე (სხდომის ჩატარების ადგილი: ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართულზე არსებული სხდომათა დარბაზი, ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3).
მუხლი 2. წარედგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რიგით მე-5 სხდომაზე დასამტკიცებლად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგითი მე-5 სხდომის დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი ს შემდეგი პროექტი:
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის № 1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი გიორგი ჭიღვარია
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ბატონი ვალერიან სილაგაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის
მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
მუხლი 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ.კუპრაძის ქუჩა №11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 4. ბრძანება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია