„ზამთრის ლიდერთა სკოლის“ მიზანია შექმნას გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებას, მათი შესაძლებლობებიდან და ლიდერობის პოტენციალიდან გამომდინარე.
„ზამთრის ლიდერთა სკოლის“ ამოცანებია: ლიდერული პოტენციალის მქონე ახალგაზრდების აღმოჩენა; ახალგაზრდებში ლიდერული თვისებების გამოვლენა და განვითარება; სოციალურად აქტიური ახალგაზრდის იმიჯის ფორმირება; პროექტების შემუშავება, რომლებიც მიმართულია მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად
„ზამთრის ლიდერთა სკოლაში“ 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდები გაემგზავრებიან ეტაპობრივად - 2 ნაკადად. თითოეულ ნაკადში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენს 32 ახალგაზრდას და 8 თანამშრომელს . თითოეული ნაკადის ხანგრძლივობა შეადგენს 5 ღამეს და 6 დღეს. „ზამთრის ლიდერთა სკოლა“ გაიმართება საქართველოს ზამთრის კურორტზე.
განაცხადები სკოლაში მონაწილეობისთვის მიიღება 2025 წლის 11 თებერვლიდან 16 თებერვლის 18 სთ-მდე.