ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას შორის 2022 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული ENI/2022/438-693 საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროექტს „ქუთაისი: ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისათვის“.
პროექტის ზოგადი მიზანია ქუთაისის გადაქცევა კარგ საცხოვრებელ და საინვესტიციო ქალაქად. კონკრეტულად კი, ქუთაისის, იმერეთის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში შესაძლებლობის შექმნა ქვეყნის ინტეგრირებულ ტერიტორიულ განვითარებაში წვლილის შესატანად. პროექტი ეხმარება ქუთაისის მუნიციპალიტეტს შექმნას პირობები ქალაქში სოციალური ინკლუზიურობის, ბიზნესის განვითარებისა და შემოსავლის მისაღებად.
პროექტის ფარგლებში განსზღვრულია სამი სხვადასხვა აქტივობა და სამივეს ფინანსური მხარდაჭერა გაიცემა კონკურსის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ 2024 წლის 30 დეკემბრიდან 2025 წლის 31 იანვრის 18 : 00 საათამდე ელექტრონულ ფოსტაზე : contact@kutaisi.gov.ge.
ვრცლად კონკურსის შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში: