ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს მონაწილეთა შერჩევას „ზაფხულის ლიდერთა სკოლაში“
„ზაფხულის ლიდერთა სკოლის“ მიზანია შექმნას გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებას, მათი შესაძლებლობებისა და ლიდერული პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენას.
პროექტის ამოცანებია:
• ლიდერული პოტენციალის მქონე ახალგაზრდების აღმოჩენა;
• ლიდერული უნარების განვითარება და გაძლიერება;
• სოციალურად აქტიური ახალგაზრდის იმიჯის ჩამოყალიბება;
• ინიციატივების და პროექტების შექმნა, რომლებიც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.
თემატიკა:
1. ხელოვნური ინტელექტი (AI) და მომავლის ლიდერობა; 2. გუნდური მუშაობა და კრეატიული მენეჯმენტი;
3. სტრატეგიული კომუნიკაცია და კრიზისების მართვა.
ჩატარების თარიღები:
პირველი ნაკადი: 25 აგვისტო - 30 აგვისტო
მეორე ნაკადი: 30 აგვისტო - 4 სექტემბერი
სარეგისტრაციო ბმული : https://bit.ly/4pMYj9J