ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია „ზამთრის ლიდერთა სკოლის“ მონაწილეთა შერჩევას იწყებს
„ზამთრის ლიდერთა სკოლის“ მიზანია შექმნას გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებას, მათი შესაძლებლობებიდან და ლიდერობის პოტენციალიდან გამომდინარე. „ზამთრის ლიდერთა სკოლის“ ამოცანებია: ლიდერული პოტენციალის მქონე ახალგაზრდების აღმოჩენა; ახალგაზრდებში ლიდერული თვისებების გამოვლენა და განვითარება; სოციალურად აქტიური ახალგაზრდის იმიჯის ფორმირება; პროექტების შემუშავება, რომლებიც მიმართულია მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად „ზამთრის ლიდერთა სკოლაში“ 17-დან 29 წლამდე ახალგაზრდები გაემგზავრებიან ეტაპობრივად - 2 ნაკადად. თითოეულ ნაკადში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენს 32 ახალგაზრდას და 8 თანამშრომელს . თითოეული ნაკადის ხანგრძლივობა შეადგენს 5 ღამეს და 6 დღეს. „ზამთრის ლიდერთა სკოლა“ გაიმართება საქართველოს ზამთრის კურორტზე. განაცხადები სკოლაში მონაწილეობისთვის მიიღება 2026 წლის 3 თებერვლიდან 15 თებერვლის 18 სთ-მდე.
ბმული : https://bit.ly/google-form-1YlPo
