ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქში, წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე, ზვიად გამსახურდიას, არსენ იყალთოელის, გიორგი ჭყონდიდელის ქანდაკებები და დავით აღმაშენებელის ფრესკული მოზაიკა განთავსდება. საუკეთესო ესკიზური კონცეფციების შესარჩევად ცხადდება კონკურსი.
საკონკურსო მასალები ხელმისაწვდომია 2026 წლის 11 მაისიდან.
საკონკურსო მასალების შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 20 მაისის 24 : 00 საათი, ელექტრონულად - ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე contact@kutaisi.gov.ge
ვრცლად იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში: