ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 21-ე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
🔵 სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცეს.
✔ საკითხის თანახმად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის № 8 დადგენილებაში ცვლილება ითვალისწინებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდას და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესს.
✔ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი იქნა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ 2022 წლის ივლისიდან 2023 წლის ივლისამდე გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში, რომელიც კომისიის თავმჯდომარის მიერ იქნა წარდგენილი.
✔ ცვლილება შევიდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში. ცვლილება გულისხმობს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხაში დამატებას, რითაც მუნიციპალიტეტი მიიღებს დამატებით შემოსავალს.
✔ ცვლილება შევიდა ასევე ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №177 განკარგულებაში. აღნიშნული ცვლილებით განსაზღვრულია საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების დამატება, რითაც მუნიციპალიტეტი მიიღებს დამატებით შემოსავალს.
✔ აღნიშნული ქონების (მისამართი: „ქალაქი ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №37, სადგური ქუთაისი II-ის მიმდებარე ტერიტორია) გასხვისებით შესაძლებელი გახდება ადგილობრივ ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მობილიზება, რაც ხელს შეუწყობს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
✔ განკარგულების პროექტით განსაზღვრულია, სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“ ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ ქუთაისში, ი. აბაშიძის გამზ. № 20-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების ნაწილის (1500 კვ.მ) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემა.
ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ვადა განისაზღვრება სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“ არსებობის ვადით.
✔ მიღებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებულია, ა(ა)იპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისათვის“ ლესელიძის ქუჩა №2-ის აღმოსავლეთით მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემა ჯომარდობის სპორტული აქტივობის მხარდაჭერის მიზნით. ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ვადა განისაზღვრება ა(ა)იპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ არსებობის ვადით.