პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი დღეს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ახალგაზრდებს შეხვდა და იმ თემებზე ისაუბრა რომელსაც საკანონმდებლო ორგანო გენდერულ ჭრილში განიხილავს.
დღესვე ახალგაზრდებისთვის ტრენინგი სახელწოდებით - „ქალთა და გოგონათა ჩართულობა თანამედროვე ტექნოლოგიებში“ გაიმართა.
ტრენინგი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში იქნა ორგანიზებული.