ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წლის პირველიდან 16 აგვისტომდე დაბა ბაკურიანში ქუთაისის საჯარო სკოლების მე-8, მე-9, მე-10 კლასის წარმატებული მოსწავლეებისთვის საზაფხულო ბანაკის მოწყობას უზრუნველყოფს. მონაწილეთა შერჩევა სააპლიკაციო ფორმის შევსების გზით მოხდება. მსურველებმა აღნიშნული ფორმა უნდა შეავსონ და დაემატონ სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ფეისბუქ ჯგუფს.
შერჩეული მოსწავლეები სამ ნაკადად გადანაწილდებიან. თითოეულში ჩაირიცხება 40 მოსწავლე. ბანაკი ჯამში 120 მოსწავლეზეა გათვლილი.
👉 ბანაკის სასწავლო თემატიკა:
🔶 დამოუკიდებლად სწავლის უნარების გაძლიერება;
🔶 დროის მენეჯმენტი;
🔶 გუნდური მუშაობა;
🔶 კარიერის დაგეგმვა;
🔶 მოხალისეობა;
🔶 ადვოკატირება;
🔶 კონკურსებში საპროექტო განაცხადის შედგენისა და დონორების მოძიების კომპეტენციების გაძლიერება.
სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე : https://bit.ly/3Ojz6Cx