ვაკანსიის # 86366
პოზიციის დასახელება სტაჟიორი ადმინისტრაციულ განყოფილებაში (საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის
საქმიანობის მიმართულებით)
კონკურსის ტიპი სტაჟირება
ორგანიზაცია ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
კატეგორია საფინანსო/საბიუჯეტო
განცხადების ბოლო ვადა 22.06.2024
თანამდებობრივი სარგო 350 ლარი
ადგილების რაოდენობა 1
სამსახურის ადგილმდებარეობა ქუთაისი
ფუნქციები
- კომისიის დებულებით განსაზღვრული საფინანსო-საბიუჯეტო მიმართულების საკითხებზე მუშაობაში მონაწილეობის
მიღება;
- კომისიის სხდომების მომზადებისა და ჩატარების უზრუნველყოფაში ხელშეწყობა;
- კომპეტენციის ფარგლებში საკრებულოში შემოსული დოკუმენტებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების
განხილვასა და დასკვნების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება
მოთხოვნები
მინიმალური განათლება სტუდენტი
პროფესია ფინანსები
საკონკურსო თემატიკა
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები
პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word კარგი
Microsoft Office Excel კარგი
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონკურსო კომისიის მისამართი ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N3
საკონტაქტო ტელეფონები 599357060
საკონტაქტო პირი ეკატერინე ნიკიფი
დამატებითი მოთხოვნები
1. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ
მოთხოვნებს:
ა) იცის სახელმწიფო ენა;
ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მე-2 ან მე-3
საფეხურზე ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური, ასევე არის პროფესიული
სტუდენტი ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული.
2. პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;
ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური
გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;
გ) მან სტაჟიორად მიღებისას არ წარადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური
შემოწმების ცნობა ან წარდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული
საშუალების მოხმარების ფაქტს;
დ) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის
განსაზღვრული
დამატებითი ინფორმაცია
დამატებითი ინფორმაცია
1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა საკონკურსო განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ
ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge)
მეშვეობით.
2. სავალდებულოა:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის
კურსდამთავრებულის-დიპლომის ან უნივერსიტეტიდან ან/და პროფესიული საგანმანათლებლო სასწავლებლიდან
წარმოდგენილი ცნობის (რომლის მიხედვით დასტურდება, რომ კანდიდატი არის მე-4 კურსის სტუდენტი ან
მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი, ან/და არის პროფესიული სტუდენტი ან პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამის კურსდამთავრებული) ასლის განათლების ველში ატვირთვა, უცხო ენაზე გაცემული უმაღლესი
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;
ბ) კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი.
3. სტაჟირების მსურველი პირის შეფასება ხდება გასაუბრების საფუძველზე;
4. გავლილი სტაჟირების ვადა ჩაითვლება შრომით სტაჟში;
5. პირი სტაჟიორად მიიღება კონკურსის წესით, რაც გულისხმობს სტაჟირების მსურველი პირებისგან საუკეთესოს
შერჩევას განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით, კომპეტენციების, ცოდნისა და მოტივაციის
შეფასების საფუძველზე.
6. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს ან/და
არასრულად ექნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია, ვერ გააგრძელებს კონკურსის გასაუბრების ეტაპზე
მონაწილეობას.
7. გასაუბრების ჩატარების ზუსტი ადგილისა და თარიღის შესახებ კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ აპლიკაციაში
მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
ადამიანური რესურსების მართვის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საბოლოო გადაწყვეტილებას
მიიღებს გასაუბრების საფუძველზე სტაჟირების მსურველი პირის შეფასებით, აპლიკაციების წარდგენის ვადის
დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
კონკურსის ეტაპები
განცხადების გადარჩევა
გასაუბრება
სავალდებულო ბლოკები
þპირადი ინფორმაცია
þგანათლება კვალიფიკაცია
þფაილის ატვირთვა სავალდებულოა
þკომპიუტერული პროგრამები, დაპროგრამების ენები, ოპერაციული სისტემები
þსამოტივაციო წერილი