ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს ქუთაისის საჯარო სკოლების მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეთათვის დაბა ბაკურიანში ბანაკში მონაწილეობის შესახებ.
ბანაკი ორ ნაკადად შედგება.
პირველი ნაკადი გაიმართება 2024 წლის 15 აგვისტოდან 22 აგვისტომდე.
მეორე ნაკადი 2024 წლის 22 აგვისტოდან 29 აგვისტომდე.
ბანაკის თემატიკაა: „ქუთაისი იუნესკოს ლიტერატურული ქალაქი“.
პირველი ეტაპი სააპლიკაციო ფორმების შევსებაა.
მეორე ეტაპი -შერჩეულმა აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა საჯარო სკოლიდან კლასისა და შეფასების მითითებით. ასევე მშობლის თანხმობა ბანაკში მონაწილეობის შესახებ.
სააპლიკაციო ფორმის მიღება იწყება 19 ივლისს და დასრულდება 28 ივლისს.
ბანაკში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეების ტრანსპორტირებას, სასტუმროში განთავსებასა და სამჯერად კვებას ქუთაისის მერია აფინასებს.
სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე : https://bit.ly/4bVuKdj