ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“.
კონკურსის მიზანია:
. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა;
. ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება;
. ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერა;
. ახალგაზრდებისთვის არაძალადობრივი, უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
. ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისა და დასაქმების ხელშეწყობა;
. ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის გაუმჯობესება;
. საგანმანათლებლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი პროექტების წახალისება;
. ახალგაზრდებში ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციების განვითარება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელების პროცესში;
. მასობრივი სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა.
განაცხადების წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, მისამართზე: contact@kutaisi.gov.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 14 აპრილამდე.