ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე
🟦 საქმიანობის მოკლე აღწერილობა:
ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგენილი სვლაგეზებით მგზავრთა გადაყვანა.
🟦 აუცილებელი მოთხოვნები:
ასაკი: 25 – 65 წწ - მამაკაცები და 25 – 60 წწ - ქალები,
‘’D’’ კატეგორიის მართვის მოწმობა, მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება, არ უნდა ეწეოდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც შეუთავსებელი იქნება აღნიშნულ სამსახურთან.
🟦 უპირატესობა მიენიჭება ტექნიკური განათლების მქონე აპლიკანტებს.
🟦 ძირითადი მოვალეობები:
სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მართვა, მგზავრთა კომფორტული გადაყვანა, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური სახელმძღვანელოს ცოდნა, უშუალო ხელმძღვანელისთვის, ტრანსპორტის გაუმართაობის შემთხვევაში, მისი ტექნიკური მდგომარეობის თაობაზე ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, შრომითი უსაფრთხოებისა და შინაგანაწესის განუხრელად დაცვა.
🟦 პიროვნული მახასიათებლები:
დისციპლინირებულობა, პუნქტუალურობა, ყურადღება დეტალების მიმართ, პასუხისმგებლიანობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი.