ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია „მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით“ აცხადებს კონკურსს, სამკერდე ნიშნით „ამაგდარი“ დასაჯილდოებლად.
კონკურსის მიზანია ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგების გამოვლენა, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქუთაისის განათლების სფეროს განვითარებაში .
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ქალაქ ქუთაისის განათლების სფეროს მუშაკებს - საჯარო სკოლის პედაგოგებს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პედაგოგებს, დირექტორებს, დირექტორის მოადგილეებს; პენსიაზე მყოფ (არამოქმედ) პედაგოგებს და პენსიაზე მყოფ (არამოქმედ) განათლების სფეროს სხვა ღვაწლმოსილ მუშაკებს.
სამკერდე ნიშანზე „ამაგდარი“ კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ - საჯარო სკოლის დირექტორებს, სამეურვეო საბჭოებს, განათლების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლებიც ავსებენ დადგენილი ნიმუშის სააპლიკაციო ფორმას.
განაცხადები თანდართული დოკუმენტაციით უნდა გადმოიგზავნოს ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ელ. ფოსტაზე contact@kutaisi.gov.ge
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 27 სექტემბრის 18:00 სთ.