საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაცია და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური ინტეგრაციისათვის ერთ-ერთი გზაა მათი დასაქმება, კვალიფიკაციის ამაღლება რაც ხელს შეუწყობს მათი შესაძლებლობების განვითარებას, რეალიზებას და მათ მიერ შემოსავლების გამომუშავებას. აღნიშნული პროგრამა საშუალებას აძლევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების თვითრეალიზაცია, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა.
პროგრამის განხორციელების შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დასაქმების ხარჯზე შეიქმნიან/გაიუმჯობესებენ საარსებო მდგომარეობას, გაიზრდება მათი შემოსავალი. კვალიფიკაცის ამაღლების გზით ისინი შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების განვითარებას, მათ რეალიზებას. ამისათვის შეექმნებათ ხელსაყრელი პირობები.
პროგრამის სამიზნე ჯგუფი:
ქ.ქუთაისში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
წარმოდგენილი პროექტების ხანგრძლივობა:
განსახორციელებელი პროექტის დაწყების თარიღი არაუადრეს 1აპრილისა.
შერჩეული პროექტების განხორციელება უნდა დასრულდეს 2022 წლის 31 დეკემბრამდე.
საკონკურსო პროექტის დაფინანსების ზღვრული ოდენობა:
პროექტის დაფინანსების ზღვრული ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარს.
აუცილებელია წარმოდგენილი პროექტის მთლიანი ღირებულების თანადაფინანსება იყოს არანაკლებ 10%-სა.
მნიშვნელოვანი ვადები:
კონკურსის გამოცხადება 2022 წლის 10 თებერვალი
საკონკურსო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2022 წლის 11 მარტი
საკონკურსო განაცხადის შეფასება 2022 წლის 26 მარტი.
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
სოციალურ საკითხთა სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე - sockutaisi@gmail.com
საკონტაქტო პირი - ხათუნა ხორხომელიძე +995 595 44 99 30.