ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№ 169
ქალაქი ქუთაისი 20 მაისი 2026 წელი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგითი მე-8 სხდომის
მოწვევისა და ამ სხდომის დღის წესრიგის პროექტის საკრებულოსათვის
დასამტკიცებლად წარდგენის შ ე ს ა ხ ე ბ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
მუხლი 1. მოწვეულ იქნეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგითი მე-8 სხდომა მ/წლის 27 მაისს, 14.00 საათზე (სხდომის ჩატარების ადგილი: ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართულზე არსებული სხდომათა დარბაზი, ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3).
მუხლი 2. წარედგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რიგით მე-8 სხდომაზე დასამტკიცებლად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგითი მე-8 სხდომის დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი ს შემდეგი პროექტი:
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ბატონი ოთარ ფანცხავა
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - საფინანსო პოლიტიკისა და
სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი
- „საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ბატონი ლევან კინწურაშვილი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
„ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ უფროსი
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალურ საკითხთა სამსახურის ანგარიში 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის მაისამდე გაწეული საქმიანობის შესახებ
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ბატონი ვარლამ გობეჯიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - სოციალურ საკითხთა
სამსახურის ხელმძღვანელი
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის №359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ბატონი ვალერიან სილაგაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის
მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 მარტის №59 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ბატონი ვალერიან სილაგაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის
მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
მუხლი 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ.კუპრაძის ქუჩა №11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 4. ბრძანება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით.