14 ნოემბერს, თიბისი გალერეაში ფოტოკონკურს „ილოს“ დასკვნითი გამოფენა გაიმართა. გამარჯვებულებს ჯილდოები ქალაქ ქუთაისის ვიცე მერმა გიორგი იობაშვილმა გადასცა.
11 წლიანი ისტორიის მანძილზე, წელს კონკურსს განსაკუთრებით ბევრი მონაწილე ყავდა, შემოვიდა 300-ზე მეტი ნამუშევარი და რაც მთავარია „ილო“ საერთაშორისო გახდა. მასში 60-მდე უცხოელმა ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა ქუთაისის დაძმობილებული ქალაქებიდან. სწორედ ამიტომ ტრადიციულ კონკურსს დაემატა ახალი რუბრიკა „ჩემი ქალაქი“.
ფოტკონკურს "ილო 2018" გამარჯვებული გახდა იაკობ სებისკვერაძე, II ადგილი - გიორგი ლიპარტელიანი, III ადგილი - მარია ბანძელაძე. რუბრიკაში "ჩემი ქუთაისი" გაიმარჯვა გიორგი ცხელიშვილის ნამუშევარმა.