დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს (ნარჩენების აღდგენა) საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს ,,საქართველოსჰონგჩუანი’’;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქუჩა #88 (ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა);;
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2019 წლის 18 ოქტომბერი, 14:00 საათი, საათი ქალაქ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აღნიშნულ, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში გაიმართება საჯარო განხილვა. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის 11 ნოემბრამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge