ქუთაისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას, ქუთაისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ჭიღვარიამ და მერის პირველმა მოადგილემ დავით ნიშნიანიძემ წარუდგინეს.
შეხვედრაზე განხილული იქნა ქალაქის განვითარების პრიორიტეტები და ის მიმართულებები, რომელიც 2027 წლის ბიუჯეტში არის გათვალისწინებული.
პროექტის თანახმად, ქუთაისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 13 479 900 ლარით გაიზარდა და 138 604 700 ლარით განისაზღვრა.
ბიუჯეტის განხილვას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, დელეგატი ზაზა ლომინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქუთაისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი კანონის შესაბამისად საკრებულოში განსახილველად 13 ნოემბერს შემოვიდა. საჯარო განხილვის პარალელურად მიმდინარეობს კომისიური მუშაობა, მომზადებული შენიშვნები კი აღმასრულებელს 25 ნოემბერს გაეგზავნება. ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს ქუთაისის საკრებულო რიგით მე-15 სხდომაზე დაამტკიცებს.