ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს სხდომა გამართა , რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ჭიღვარია უძღვებოდა.
დღის წესრიგი
1. 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის ნოემბრამდე გაწეული მუშაობის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ჭიღვარიას ანგარიშის შესახებ
გიორგი ჭიღვარია - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
2. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 მარტის №59 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დავით ერემეიშვილი -ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ვალერიან სილაგაძე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ავტომშენებლის გამზირის №25-ის ჩრდილოეთით), პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, მოქალაქე ქეთევან ხარაზიშვილისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
დავით ერემეიშვილი-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ვალერიან სილაგაძე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკის“, სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკისა“ და სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
დავით ერემეიშვილი- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ვალერიან სილაგაძე- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირის №104 ა-ს დასავლეთით), საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს საპატრიარქოსათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
დავით ერემეიშვილი -ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ვალერიან სილაგაძე-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
6. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი/უძრავი ქონების (ელექტრო ავტომობილების დასამუხტი აპარატები, პარკირების ადგილებით) ელექტრონული აუქციონის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, სარგებლობაში გაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
დავით ერემეიშვილი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ვალერიან სილაგაძე-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი