ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, დიმიტრი მხეიძემ მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა.
დიმიტრი მხეიძემ შეხვედრაზე ფრაქციის ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ ფრაქცია უფლებამოსილების ფარგლებში სისტემატიურად ახორციელებდა აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების საქმიანობის ანგარიშების მოსმენას. ასევე ამზადებდა შესაბამის რეკომენდაციებსა და ინიციატივებს.
https://kutaisi.gov.ge/public/files/1794205863_%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94.pdf
ერთი წლის მუშაობა შეაჯამა საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მანანა ჩიხლაძემ.
მისივე განმარტებით, კომისიის მთავარ საქმიანობას ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების მონიტორინგი და მოქალაქეების საჭიროებების გამოვლენა, ასევე რეკომენდაციების მომზადება წარმოადგენს.
https://kutaisi.gov.ge/public/files/1793344560_%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%20%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94.pdf
ქალაქ მუზეუმის ადმინისტრაციულ ერთეულში შესრულებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ მოსახლეობასთან მაჟორიტარმა დეპუტატმა, სალომე სარალიძემ ისაუბრა.
აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მოეწყო საყრდენი კედლები და მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. ასევე მოწესრიგდა და გაკეთდა სკვერები.
https://kutaisi.gov.ge/public/files/1794205816_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94.pdf
დღესვე მოქალაქეების წინაშე ანგარიშით წარდგნენ საკრებულოს წევრები, შოთა ჯიშკარიანი და ლანა ჩიტიძე.
https://kutaisi.gov.ge/public/files/1794205724_%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%90%20%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98.pdf
https://kutaisi.gov.ge/public/files/1793344404_%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%20%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94.pdf